ᲒᲘᲝᲠᲒᲘ ᲒᲔᲚᲐ ᲩᲮᲐᲢᲐᲠᲐᲨᲕᲘᲚᲘ

ბიოგრაფია

მხატვრის პორტრეტი

დავიბადე 1962 წელს. 1985 წელს დავამთავრე საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტი. 1991–2022 წლებში ვმუშაობდი საჯარო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე. ვარ გატაცებული მხატვარი.

ვარ რამდენიმე დოკუმენტური ფილმის, პროზისა და სამეცნიერო-კვლევითი ჟურნალის მხატვარ-ილუსტრატორი.

საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი 2022 წლიდან

მხატვრულ-დოკუმენტური ფილმები

„პოლონელები საქართველოში“ (რეჟ. მ. ბასილაძე)
ტრილოგია: „გაქცევა 66“, „გიგოს გორა – თელავის გოლგოთა“, „ხარებასა და გოგიას უცნობი დეტალები“
„დაკარგული ტრაგედია“ (რეჟ. მ. ბერინაშვილი)

მხატვრულ-დოკუმენტური პროზა

„დაპატიმრება, ცემა, დახვრეტა“ (ავტ. მ. ბერინაშვილი)
„მშვიდობით, ძმებო, ამაღამ დაგხვრეტენ“ (კოლექტიური ავტორობა)

ილუსტრაცია

სამეცნიერო-კვლევითი ჟურნალის „საარქივო მოამბე“ ილუსტრაციები (2016–2019 წლების გამოცემები)
შსს აკადემიის არქივის დოკუმენტური კრებულის „9 აპრილი“ ილუსტრაცია

პროექტები

საქართველოს პარლამენტარიზმის მუზეუმის თანაავტორი (საქართველოს პარლამენტის შენობა)
შსს აკადემიის „დიდი ტერორის მუზეუმის“ პროექტის ავტორი